გადაცვლის წესები და პირობები

ძირითადი წესები
1.1. მინუმუმ გადასაცვლელი თანხა ნებისმიერი მიმართულებით : 1 დოლარი, 2 ლარი ან 50 რუბლი.

1.2. თვალი ადევნეთ რეზერვს და მასში მითითებული თანხის მიხედვით შეავსეთ განაცხადი.

1.3. ორივე ანგარიშები უნდა ეკუთვნოდეს ერთ ადამიანს და უნდა იყოს შემოწმებული (ვერიფიცრებული).

1.4 თანხის გადაცვლა ხდება ხელით მართვის რეჟიმში. ამისათვის ოპერატორს სჭირდება საშუალოდ 5-10 წუთი (ამ პროცესს შესაძლოა დასჭირდეს მაქსიმუმ 24 საათი [გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო]. ამ დროის გასვლის შემდეგ, თუ ვერ მოხერხდება გადაცვლა თანხა სრულად დაგიბრუნდებათ უკან).

1.5. თუ გსურთ ოპერაციის გაუქმება ეს შესაძლებელია (თანხის უკან დაბრუნების შემთხვევაში გადმორიცხვის საკომისიო დაიქვითება თქვენი თანხიდან).

1.6. არასწორად შევსებული განაცხადის შემთხვევაში (როდესაც შეცდომით არის მითითებული მიმღების საფულის ნომერი) ჩვენი სერვისი იხსნის პასუხისმგებეობას.

1.7. გადაცვლა არ განხორციელდება თუ: 1) განაცხადი გაურკვევლად არის შევსებული. 2) გადმორიცხული თანხა ნაკლებია განაცხადში მითითებულ თანხაზე. თანხა დაგიბრუნდებათ უკან (თანხის უკან დაბრუნების შემთხვევაში გადმორიცხვის საკომისიო ჩამოიჭრება თქვენი თანხიდან).

1.8. ჩვენი სერვისი პასუხისმგებელობას იხსნის იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული გადახდის სისტემის ხარვეზის გამო ვერ მოხდება დარიცხვა.

1.9. ჩვენი სერვისი პასუხისმგებლობას იხსნის იმ შემთხვევაში, თუ თქვენს ანგარიშზე გაქვთ ლიმიტები (ეს ხდება ძირითადად ახალი ანგარიშების შემთხვევაში).

1.10. ჩვენი სერვისი პასუხისმგებელობას იხსნის იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული გადახდის სისტემას დაბლოკილი აქვს ან დაბლოკავს თქვენს ელექტრონულ ანგარიშს.

1.11. ტარიფების ცვლილება შესაძლებელია მოხდეს ნებისმიერ დროს (განახლება ხდება ყოველ 3 საათის განმალობაში).

1.12. ნუ ენდობით! თუ ჩვენი საიტის გარეთ ვინმე შემოგთავაზებთ ჩვენი სახელით თანხის გადაცვლას (ჩვენ გთავაზობთ მომსახურებას მხოლოდ myexchangex.com-ზე).

1.13. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა მოვითხოვოთ თქვენი შემოწმება. მაგ: სკანირება თქვენი პასპორტის, საცხოვრებელი მისამართის ან საბანკო ბარათის (წინა მხარე).

1.14. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ეთქვას კლიენტს მომსახურებაზე გარკვეული მიზეზების გამო.

1.15. ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას თქვენი გაფრთხილების გარეშე შეცვალოს საიტის წესები.

 
PayPal-დან WebMoney-ზე
2.1 თქვენი PayPal ანგარიში უნდა იყოს მინიმუმ 90 დღის და Webmoney ანგარიში არანაკლებ 5 დღის. ორივე ანგარიშები უნდა ეკუთვნოდეს ერთ ადამიანს და უნდა იყოს შემოწმებული (ვერიფიცრებული).

2.2. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას WebMoney-ზე თანხის გადაცემა გადავდოთ 24 -დან 72 საათის განმალობაში, სიტუაციიდან გამომდინარე.

2.3. გადასაცვლელი თანხა უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 150 დოლარი (თითო გარიგებაზე).

2.4. PayPal-ზე თანხის წარმოშობასთან დაკავშირებით შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია (როგორიცაა ბოლო ტრანზაქციებზე სურათის გადაღება ).

 
PayPal-დან eMoney-ზე

3.1 თქვენი PayPal ანგარიში უნდა იყოს მინიმუმ 90 დღის. ორივე ანგარიშები უნდა ეკუთვნოდეს ერთ ადამიანს და უნდა იყოს შემოწმებული (ვერიფიცრებული).

3.2. ჩვენ ვიტოვებთ უფლებას eMoney-ზე თანხის გადაცემა გადავდოთ 24 -დან 72 საათის განმალობაში, სიტუაციიდან გამომდინარე.

3.3. გადასაცვლელი თანხა უნდა იყოს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 150 დოლარი (თითო გარიგებაზე).

3.4. PayPal-ზე თანხის წარმოშობასთან დაკავშირებით შეიძლება მოვითხოვოთ დამატებითი ინფორმაცია (როგორიცაა ბოლო ტრანზაქციებზე სურათის გადაღება ).